სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელოში ობიექტებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში შემოწმებულ ბიზნესოპერატორებს დარღვევების, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევისა და უნებართვო წარმოების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სენაკში სხვადასხვა პროფილის ობიექტები შეამოწმეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი დარღვევების გამო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.
„შპს ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. N180) ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციის და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები დადასტურდა.
ეტიკეტირების წესი დარღვეული იყო ინდივიდუალური მეწარმე დ. ნ.-ის (მისამართი: სენაკი, ჯორჯაძის N6) სასადილოშიც. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა.
ფიზიკური პირი თ. ა. (მისამართი: სენაკი. სენაკის ქ. N15) რძეს და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპრატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შეუსაბამობების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს - დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“, - აცხადებენ სააგენტოში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„შპს ცენტრალური ბაზრის ობიქეტზე (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. N180) ალკოჰოლიანი და სპირტიანი სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციის და ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები დადასტურდა. ეტიკეტირების წესი დარღვეული იყო ინდივიდუალური მეწარმე დ. ნ.-ის (მისამართი: სენაკი, ჯორჯაძის N6) სასადილოშიც. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, მათ შორის ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა. ფიზიკური პირი თ. ა. (მისამართი: სენაკი. სენაკის ქ. N15) რძეს და რძის პროდუქტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპრატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ შეუსაბამობების გამოსწორებამდე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს - დაიცვან სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მომხმარებელმა კი, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 01“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…