პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანში ვიზიტისას განიხილეს ახალი შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას
იმედინიუსი

„აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ აქტიურ და დინამიკურად განვითარებად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.

„შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ამ მიმართულებით აზერბაიჯანთან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ორ ქვეყანას შორის არსებული დადებითი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას
  2. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას
  3. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ დინამიკას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები