პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას აცხადებდა“

საკონსტიტუციო სასამართლოლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვისქართული ოცნებაშინაგან საქმეთა სამინისტროსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას აცხადებდა.

არჩილ გორდულაძე: „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას აცხადებდა“
POSTV

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების შესახებ პარტიების „ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია-საქართველოსთვის“ წევრების განცხადებები შეახსენა.

„2024 წლის 15 ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „უფლებას როცა გართმევენ და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა“.

4 დეკემბერს ხაზარაძემ განაცხადა: გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან“!

2024 წლის 2 დეკემბერს ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა: „ვისაც არ მოგწონთ, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, შეგახსენებთ, რომ სანამ ხალხი აჯანყდებოდა, ის იყო მშვიდად და ითმენდა, ბევრი წელი, მაგრამ ხელისუფლებამ მას ყველა გზა წაართვა, რომ თავისი ხმა მიეწვდინა და თავისი უფლება და ინტერესი დაეცვა”.

2024 წლის 11 დეკემბერს ანა დოლიძემ განაცხადა: „საქართველოს ჰყავს 300 პოლიტპატიმარი, მათ შორის ჩვენი კოალიციის წევრი, ალეკო ელისაშვილი“.

2024 წლის 4 დეკემბერს გიგა ბოკერიამ განაცხადა: „რეჟიმი მიმდინარე პროტესტში სერიოზულ საფრთხეს ხედავს“. „დღეს რეჟიმი რეპრესიების შემდგომ ეტაპზე გადავიდა – პარტიების ოფისების და აქტივისტების სახლების მასობრივი ჩხრეკა და დაკავებები ამაზრზენი ძალადობის თანხლებით. ხელახალი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის მიერ საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგად შერჩეული პირები უნდა დაინიშნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთა მოვალეობის შემსრულებლების პოზიციებზე.

2024 წლის 30 ნოემბერს გიორგი გახარიამ განაცხადა: “ყველა ადამიანს, რომლებმაც გუშინ ეს აქცია გამოიარეს და მსხვერპლი გახდნენ ძალადობის, მე თანადგომას ვუცხადებ და თითოეული მოქალაქის ვალდებულებად უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ და უსამართლოდ არიან დაკავებულები, ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი ჯანმრთელობისა და გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მამუკა ხაზარაძე სახალხო დაუმორჩილებლობას აცხადებდა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, გახარიამ აქციას მშვიდობიანი უწოდა - სააკაშვილმა მიმართა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით“ - ბოკერიამ თქვა, რომ „ლაზარე შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები