პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე - გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, გახარიამ აქციას მშვიდობიანი უწოდა - სააკაშვილმა მიმართა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით“ - ბოკერიამ თქვა, რომ „ლაზარე შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი“

საკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვისნაციონალური მოძრაობაფედერალისტები

არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის ლიდერების განცხადებები წარადგინა და ისინი აქციებზე დაკავებული მოძალადეების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. დეპუტატის მტკიცებით, ოპოზიციონერები მსჯავრდებულებს „პოლიტიკურ პატიმრებს“ უწოდებდნენ და ძალადობრივ ქმედებებს ამართლებდნენ.

არჩილ გორდულაძე - გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, გახარიამ აქციას მშვიდობიანი უწოდა - სააკაშვილმა მიმართა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით“ - ბოკერიამ თქვა, რომ „ლაზარე შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი“
ინტერპრესნიუსი

ნიკა გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე განაცხადა.

გოდრულაძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების: ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას განცხადებები წარადგინა.

„2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.“. გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა. 2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: „ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება.“- განაცხადა გორდულაძემ.

ასევე გორდულაძემ ისაუბრა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ 2024 წლის 1 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, აქციას მშვიდობიანი უწოდა და მოუწოდა საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

„მან საჯაროდ განაცხადა: „ეს იყო სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალიც ამჯერად ღიად და პირდაპირ მიდის ივანიშვილამდე, რომლის მიზანია მოქალაქეების დაშინება, ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ახლაც, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება, ეს იქნება ევროპის დედაქალაქები, პარლამენტი და თუნდაც, ქუჩა. მოვუწოდებ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში, ჩამოაყალიბონ ერთიანი პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად და დემოკრატიული, თავისუფალი, მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

2024 წლის 8 მაისს, გიორგი გახარიამ, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, ძალადობრივ აქციას მშვიდობიანი უწოდა. მან საჯაროდ განაცხადა: „ხელისუფლება იტყუება, როცა პარალელებს ავლებს 20 ივნისის ძალადობრივ შტურმსა და დღეს მიმდინარე მშვიდობიან აქციებს შორის. დაუშვებელია, სტრასბურგის გადაწყვეტილება მშვიდობიანი მომიტინგეების, ახალგაზრდების მიმართ არალეგიტიმური ძალის გამოყენების გასამართლებლად გამოიყენოს.

2024 წლის 9 ივლისს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა, ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, მოძალადეებს არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემული პირები უწოდა და მათზე ამნისტიის გავრცელება მოითხოვა. მეზვრიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ჩვენი გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის, მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს არაძალადობრივი გაპროტესტების გამო სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს!“,-განაცხადა გორდულაძემ.

ასევე, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე 2024 წლის აპრილი-მაისის აქციების პერიოდში „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების : მიხეილ სააკაშვილისა და თინათინ ბოკუჩავას საჯარო განცხადებები წარადგინა.

„2024 წლის 25 აპრილი, მიხეილ სააკაშვილმა ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად ახალგაზრდებს მიმართა და საჯაროდ განაცხადა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ.“ 2024 წლის 1 მაისი: „სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა. გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს.“

2024 წლის 26 ივლისს, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: „თითოეული ჩვენთაგანი მზად არის თავდებში დაუდგეთ ახალგაზრდებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებთან, თავიანთ თანატოლებთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ისჯებიან არის ახალგაზრდების გაჩუმება, გაჩერება და დაშინება.“- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გაიხსენა "ფედერალისტების" ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისს უკავშირდებოდა.

„2023 წლის 29 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „აქ არის თორნიკე, ლაზარე ციხეშია. თორნიკე გირაოთი გამოუშვეს, ლაზარე კი ჩატოვეს. ეს ადამიანები იხდიან ფასს იმ სიკეთისთვის, რაც ჩვენ ყველამ მივიღეთ: საქართველოს ყველა მოქალაქემ, რასაც ახალი გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს, იცის, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს ფაქტობრივად აუქმებდა. ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე.

ჩვენ თუ ღირსეული საზოგადოება ვართ, არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ორი ადამიანი მსხვერპლად შეეწიროს საერთო წარმატებას."

2024 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ რაც გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თამარ ჩერგოლეიშვილმა საჯაროდ განაცხადა: „ლაზარე გრიგორიადისი არის უდანაშაულო, სახელმწიფოს მის წინააღმდეგ არ გააჩნია არცერთი მტკიცებულება".

2023 წლის 30 მარტს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: „ამ ახალგაზრდის დაკავება შერჩევითი სამართალია იმ რეჟიმისგან, რომელიც პუტინისტური ძალადობის ორგანიზატორებს არ სჯის და პუტინისტ მოძალადეებს, რომელიც პოლიციას ქვებს ესვრის ხოლმე, უბრალოდ აჯარიმებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გასაჯაროების გარეშე დაკავებული შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს, მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა.“

2024 წლის 8 აპრილს, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, გიგა ბოკერიამ საჯაროდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, ლაზარე არის სიმბოლო ყველაფერი იმისი, რაც უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, სასამართლოში, მთლიანად ქვეყანაში რა ვითარებაც არის. ეს არის ადამიანი, რომელიც შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი," - განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
  2. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა – მაშინ, როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარეს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: “მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები საჯარო მხარდაჭერას უცხადებდნენ ლაზარე გრიგორიადისს, რომლის ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილის“ შედეგად ორმა პოლიციელმა დამწვრობა მიიღო”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები