პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა

საკონსტიტუციო სასამართლო

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ნიკა გვარამია სტრასბურგში აქციებზე დაკავებულებს „პოლიტპატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა სამმა პირმა ბრალი სრულად აღიარა. მან ოპოზიციონერების განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა.

არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
იმედინიუსი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების : ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ.

გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავრობას აქციებზე დაკავებული და ეროვნული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირებიდან სამმა: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა, ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. გარდა ამისა, გორდულაძემ აღნიშნა 2024 წლის 17 აპრილს ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლითაც ის მიმდინარე პროცესებს „მშვიდობიან მოძრაობად“ აფასებდა.

„2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი.“. გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა. კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა. 2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: „ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება.“- განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს "პოლიტიკურ პატიმრებად" აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების “სწორი მიზნით გამოყენებისთვის” მადლობას უხდიდნენ“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები