მევლუდ მელაძე: თუკი მერს მართლა სურს პრობლემის მოგვარება, მაშინ ვურჩევ...
მევლუდ მელაძე: შემიძლია გავაგრძელო მიზეზების და შედეგების ურიცხვი ჩამონათვალი, რაც, ჩემი აზრით, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო, 2x2=4-ს ნიშნავს. ამას აგერ, როგორც აღმოჩნდა, სტუმრად ჩამოსული ილია თოფურიაც კი ამჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვა დარგის პროფესიონალია

„წლების წინ მერიაში მწვავედ ვიკამათეთ ამ საკითხზე (ჩემს გარდა სხვა სპეციალისტებიც იყვნენ). გაშმაგებული ვამტკიცებდი, რომ ავტომობილების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა. არ შეიძლებოდა დედაქალაქის სიმაღლეში წასვლა და შემჭიდროება, მით უმეტეს ამ ტემპით და თან - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. შეგახსენებთ, რომ მერიის გეგმაში მაშინ ავტომობილების რაოდენობის ზრდა კი არა, განახევრება იყო დაგეგმილი, თან იმ ფონზე, რომ პარალელურად ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ნაგებობები მომრავლდებოდა. ასევე, ქალაქს არ აქვს და აუცილებელია ჰქონდეს უშუქნიშნო, გამჭოლი და შემოვლითი გზები, და აუცილებელია არსებობდეს ადეკვატური რაოდენობის საპარკინგე სივრცეები. აღარაფერს ვამბობ მეტროს სწრაფი განვითარების გარდაუვალობაზე.
შემიძლია გავაგრძელო მიზეზების და შედეგების ურიცხვი ჩამონათვალი, რაც, ჩემი აზრით, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო, 2x2=4-ს ნიშნავს. ამას აგერ, როგორც აღმოჩნდა, სტუმრად ჩამოსული ილია თოფურიაც კი ამჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად სხვა დარგის პროფესიონალია
P.S. თუკი მერს მართლა სურს პრობლემის მოგვარება, მაშინ ვურჩევ, რომ არსებული კურსი რადიკალურად შეცვალოს. გზა, რომელსაც ის ადგას, ჩემი აზრით, თბილისის მოსახლეობას სასურველ შედეგს ვერ მოუტანს“ - წერს მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…