პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ შესახებ: “ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს. ეს არის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია”

ლელოსაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ თაღლითების მიერ შექმნილ პარტიას უწოდებს და ამტკიცებს, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სახელმწიფოსგან 1,5 მილიარდის ამოღება სურდათ.

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ შესახებ: “ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს. ეს არის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია”
POSTV

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება.

„საბედნიეროდ, ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია და ჩვენი უახლესი ისტორია ასე ადვილად ვერ წაიშლება.

ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა – სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება აქციაზე და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ქართულენოვანი მიმართვა, რის შემდეგაც, პაპუაშვილის მტკიცებით, პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა მოხალისეების გაფრენის ნებართვის მოთხოვნა გაიზიარეს.

„ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს, და რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა ველოდოთ მათგან? ეს არის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია. ვინაიდან ანაკლიის პორტი თავიანთი თაღლითობისთვის უნდოდათ, არ გამოუვიდათ და სახელმწიფომ აღარ მისცა მისი გაგრძელების საშუალება, უნდოდათ, საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან 1,5 მილიარდის ამოღება. ეს იყო ამ პარტიის შექმნის მთელი მიზანი – რომ შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოში აწარმოეს, დამარცხდნენ და ბოლოს, საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი – იმისთვის, რომ 1,5 მილიარდი ამოეღოთ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს. ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია
  2. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – „ლელო“ არის თაღლითების მიერ თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია, რომელიც თაღლითობას ჩადის და საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი - რას უნდა მოველოდოთ „ლელოსგან“, ეს არის თაღლითების მიერ შექმნილი პარტია - ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, არანაირი სანქციები არ მოგვითხოვიაო, არქივი კი სავსეა მათი ამ განცხადებებით
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ პაპუაშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში მიზანმიმართული ტყუილისთვის“ – ირაკლი კუპრაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები