პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი თანამდებობიდან დაითხოვა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდს სამი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა, თუმცა ერთა ლიგის ჯგუფში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.

ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
სპორტალი

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გვაუწყა, რომ ეროვნული გუნდის თავკაც 62 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტს ჯონ ვან'ტ სხიპს კონტრაქტი ამოეწურა და ის აღარ გახანგრძლივდება.

"ვან'ტ სხიპს კონტრაქტს ვადა ამ კვირის ბოლოს ეწურება. ჩვენ, ისევე როგორც თავად მწვრთნელი, მის გახანგრძლივებას არ ვაპირებთ. ვიწყებთ ისეთი მწვრთნელის ძიების პროცესს, რომელიც გუნდს გრძელვადიან პერსპექტივაში უხელმძღვანელებს და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაგვეხმარება", - განაცხადა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის (KFF) გენერალურმა მდივანმა, სკოტ მანმა.

ნიდერლანდელმა ყაზახეთის ნაკრები 3 თვის წინ ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაიბარა და გუნდმა ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. ყაზახებმა ჯგუფში, სადაც სლოვაკეთი, ფარერები და მოლდოვა იმყოფებოდნენ, გამარჯვება ვერ მოიპოვეს და 3 ქულით ბოლო ადგილზე გავიდნენ.

ვან'ტ სხიპი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელია. ის "აიაქსში" გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი გახლდათ, სომხეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდში კი საქართველოს ნაკრებმა გაანადგურა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
ლევან კობიაშვილი - წარუმატებლობის მიზეზების სხვებში ძიება მარტივი გზაა, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა, როცა საერთო მიზანს ვერ მივაღწიეთ - დროა, საქმით დავამტკიცოთ, რომ შედეგის შეცვლა შეგვიძლიაწაიკითხე

უახლესი ამბები