პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეთრიწყაროში ძმამ ძმა მოკლა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთში შაქრო ალიხანაშვილმა საკუთარი ძმა თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლა, რის შემდეგაც პოლიციას ჩაბარდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული უკვე დააკავეს.

თეთრიწყაროში ძმამ ძმა მოკლა
ალია

თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ენა­გეთ­ში, ალი­ხა­ნაშ­ვი­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ძმებს შო­რის და­წყე­ბუ­ლი შე­ლა­პა­რა­კე­ბა სის­ხლისღვრით დას­რულ­და. ძმამ სა­კუ­თა­რი ძმა ბლაგ­ვი საგ­ნის თავ­ში ჩარ­ტყმით მოკ­ლა, რის შემ­დეგ თვი­თონ და­რე­კა პო­ლი­ცი­ა­ში და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩა­ბარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ძმის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით შაქ­რო ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი უკვე და­ა­კა­ვეს. მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა უკვე გა­აჟ­ღე­რეს.

“კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

“ძა­ლი­ან მძი­მე ტრა­გე­დია მოხ­და. ძმე­ბი ალი­ხა­ნაშ­ვი­ლე­ბი მარ­ტო ცხოვ­რობ­დნენ სო­ფელ ენა­გეთ­ში, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. ეს სო­ფე­ლი ასუ­რე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­დის. ძმე­ბის მე­ზობ­ლად ახ­ლოს არა­ვინ ცხოვ­რობს, და­კე­ტი­ლი სახ­ლე­ბია. მათ ძა­ლი­ან უჭირ­დათ ეკო­ნო­მი­უ­რად, არი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი. ვი­ცით ის, რომ შაქ­რომ მოკ­ლა სა­კუ­თა­რი ძმა ვანო. რა­ტომ გა­ი­მე­ტა ძმამ ძმა მო­საკ­ლა­ვად, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მათ შო­რის იმ ღა­მით ჩხუ­ბია მომ­ხდა­რი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლია შაქ­რო ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი, ხოლო მოკ­ლუ­ლია ვანო ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი. მათი ზუს­ტი ასა­კი არ ვიცი. მგო­ნი 50 წლამ­დეა ბრალ­დე­ბუ­ლი. მოკ­ლუ­ლი ვანო, უფ­რო­სი იყო, მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ავად­მყო­ფი ბიჭი იყო. მხედ­ვე­ლო­ბა არ ჰქონ­და და ძმა უვ­ლი­და ხოლ­მე. ვანო სახ­ლი­დან გა­რეთ არ გა­მო­დი­ო­და, მე­ზობ­ლე­ბიც გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან მომ­ხდა­რით და ამ­ბო­ბენ, რომ მათ შო­რის კონ­ფლიქტზე ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.

რო­გორც ვი­ცით, მთვრა­ლი იყო ბრალ­დე­ბუ­ლი, ჩხუ­ბი მოს­ვლი­ათ და შაქ­როს ძმის­თვის თავ­ში ჩა­ურ­ტყია რა­ღაც სა­გა­ნი, ტა­ფის თავ­სა­ხუ­რი, თუ რა­ღაც მსგავ­სი სა­გა­ნი. ბლაგ­ვი საგ­ნით აქვს მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მერე თა­ვი­სი ხე­ლით ჩა­უწ­ვე­ნია ლო­გინ­ში თა­ვი­სი ძმა. ეტყო­ბა იფიქ­რა, რომ სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირ­და. ამ­ბო­ბენ, რომ თავ­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ტვინ­ში გა­ჟონ­ვა მოხ­და და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით ვანო გარ­და­იც­ვა­ლა. და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბის­თა­ნა­ვე რომ და­ე­რე­კა სას­წრა­ფოს­თვის იქ­ნებ გა­და­ერ­ჩი­ნა, მაგ­რამ ეტყო­ბა იფიქ­რა, რომ სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირ­და, და­აწ­ვი­ნა და­შა­ვე­ბუ­ლი ძმა ლო­გინ­ში და დაწ­ვა თვი­თო­ნაც თურ­მე და და­ი­ძი­ნა. გამ­თე­ნი­ას ეტყო­ბა რომ ნახა მისი ძმა, უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ამის შემ­დეგ და­უ­რე­კავს 112-ში და უთ­ქვამს რაც ჩა­ი­დი­ნა.

სახ­ლში მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს თა­ვად ჩა­ბარ­და. ექ­სპერ­ტი­ზა უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლი­ლის­თვის და ექ­სპერ­ტი იტყვის ყვე­ლა­ფერს. ჩვენ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, რომ ჩა­არ­ტყა და მი­ა­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მერე თა­ვი­სი უსი­ნათ­ლო ძმა და­აწ­ვი­ნა სა­წოლ­ში, იმ წუთ­ში არ გარ­დაც­ვლი­ლა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, მერე თვი­თო­ნაც დაწ­ვა და და­ი­ძი­ნა, გამ­თე­ნი­ას კი ნახა გარ­დაც­ვლი­ლი ძმა და მერე გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცი­აო.

ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, მოკ­ლუ­ლი სულ სახ­ლში იყო და მე­ო­რე ძმა უვ­ლი­და. ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და შაქ­რო, თუ რამე სა­მუ­შაო გა­მოჩ­ნდე­ბო­და სახ­ლის გა­და­ხურ­ვა­ზე, ან მსგავ­სი, იქ დაჰ­ყავ­დათ ბი­ჭებს და მუ­შა­ობ­და ფი­ზი­კუ­რად. რა­ტომ მი­ვიდ­ნენ ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე ამ დღეს მარ­თლა არ ვიცი. პო­ლი­ცია უფრო იტყვის ამ დე­ტა­ლებს. რო­გორც ვი­ცით, აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და ჩვე­ნე­ბაც მის­ცა. ამ ბი­ჭებს ჰყავთ დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, ისი­ნი სო­ფელ­ში არ ცხოვ­რობ­დნენ. მამა დიდი ხნის გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავთ, დედა ერთი წე­ლიც არ არის გა­სუ­ლი, რაც გარ­და­იც­ვა­ლა. რა­ი­მე ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მა რომ ჰქონ­და ბრალ­დე­ბულს, მსგავ­სი არ გა­მი­გია, მაგ­რამ ასეთ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულს რომ ჩა­ი­დენს ადა­მი­ა­ნი იმას ფსი­ქი­კის პრობ­ლე­მა რომ აქვს, ესეც ხომ ცხა­დია. ალ­ბათ ჩა­უ­ტარ­დე­ბა მას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. მეტი დე­ტა­ლი ძა­ლოვ­ნებს ეცო­დი­ნე­ბათ, რო­გორც ვიცი, მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში პო­ლი­ცი­ამ უფრო იცის.”, – ამ­ბობს “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ად­გი­ლობ­რი­ვი.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თეთრიწყაროში ძმის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები