პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციის აკრძალვის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა. „ქართული ოცნება“ სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების, მათ შორის პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვას ითხოვს.

ოპოზიციის აკრძალვის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა
TV პირველი

ოპოზიციის აკრძალვის განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შევიდა - ინფორმაცია "პირველებს" სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 31 ოქტომბერს “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა მოითხოვა :

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

„კოალიცია ცვლილებისთვის“

„ძლიერი საქართველო – ლელო“

ამის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში “ოცნებამ” სიას “ფედრალისტები” დაამატა და 9-თვიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწყო.

გასულ კვირას კი ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს, შესაბამისად, სასამართლოს სამსჯელოდ მიეცემა კიდევ დამატებით 9+2 თვე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები