ოცნების სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
ქართული ოცნების სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. სარჩელი ეხება რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას და მის განხილვას სასამართლოს კოლეგია ახორციელებს.

ქართული ოცნების სარჩელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. სარჩელი შეეხება შემდეგ პოლიტიკურ პარტიებს: "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის."
საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გოგა კიკილაშვილი - წევრი.
დოკუმენტის თანახმად, ქართული ოცნება აცხადებს, რომ სარჩელში მოხსენიებული პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას.
"კონსტიტუციური სარჩელის ავტორები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე არგუმენტაციას ავითარებენ რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით." - ნათქვამია განჩინებაში.
2025 წლის 28 ოქტომბერს, ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეჟიმის კონსტიტუციური სარჩელით, რომელსაც ივანიშვილის სატელიტი პოლიტიკური მოძრაობები ხალხის ძალა და ევროპული სოციალისტები უერთდებიან, 3 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ.
რომელ პარტიებს და რატომ (არ) კრძალავს რეჟიმი
მაშინ პაპუაშვილმა მხოლოდ სამი პარტია დაასახელა - ნაციონალური მოძრაობა, ახალი, ლელო და განმარტა, რომ მათთან დაკავშირებული "ერთკაციანი და მცირე პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადება, ამ ეტაპზე, დღის წესრიგში არ დგას, თუმცა, შესაძლოა დადგეს თუ ისინი "პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ"
2026 წლის 20 აპრილს ასევე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტებსაც ამატებენ, 14 სექტემბერს კი სიას გახარია-საქართველოსთვისაც მიემატა.
ციტატები სტატიიდან
„კონსტიტუციური სარჩელის ავტორები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის თაობაზე არგუმენტაციას ავითარებენ რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, რაც გამოიხატა სადავო პოლიტიკური პარტიების ან მათი წევრების მიერ ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფაში, ასევე საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმითა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებით; საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რაც გამოიხატა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული და 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.