საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის ახალ ელჩს შეხვდა, სადაც ყაზახეთთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან, როგორც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…