ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატის სარჩელის არსებითი განხილვა განახლდება, რომელიც ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს.

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა განახლდება 12:00 საათზე.
ასევე, სარჩელთან დაკავშირებული სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების, “ქართლი ოცნების“ 88 დეპუტატის კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“.
სხდომა, რომელიც 9 ნოემბერს იყო ჩანიშნული, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და გადაიდო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიახუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე განხილვა ხვალიდან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება - მხარეები მოსამართლეთა შეკითხვებს უპასუხებენ
საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას დღეს განაახლებს
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…