“ფორმულადან” კი წავედი!“ – რას წერს ირაკლი ტაბლიაშვილი
ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით ტელეკომპანია „ფორმულა“ დატოვა. მან არხი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი წასვლა დროებითი იყოს.

ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილი „ფორმულა“ დატოვა. ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
„საჯაროდ საინტერესო არაა მიზეზები, რომელთა გამოც აღარ ვმუშაობ ფორმულაში – საუკეთესო იმ არხზე, რომელიც უნდა გადარჩეს და გადარჩება კიდეც!
Left the job – არც საქმნელად აღმოჩნდა იოლი და არც სათქმელად; მაგრამ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.
“ფორმულა”, აკი გითხარით, საუკეთესო არხია! ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი! და მე დიდად კი არ ვუგულშემატკივრებ მას, არამედ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაიმარჯვოს!
დიდად ვაფასებ ყველას, ვინც არხზეა – განსაკუთრებით ახალ თაობას; რომელსაც უციმციმებს თვალები იმედით, რომ ჟურნალისტიკის გაკეთების შესაძლებლობა ექნება! ამ ეტაპზეც შესანიშნავად ართმევენ თავს! მერე და მერე, როცა ეს, რუსეთ-ივანიშვილის მოწყობილი ჯოჯოხეთი დასრულდება, საქართველოს (და არა ქართული) ჟურნალისტიკაც გამოიძერწება, თან – სრულყოფილად! ლურსმნებზე ხელთათმანების დაკიდების დროც მაშინ მოვა!
მანამდე კი, მე, ჩემი ცოდნით; გამოცდილებით; შემართებით და გულისყურით ომახიანად არაერთხელ შევძახებ – საქართველო გაიმარჯვებს, სულ რომ ნაკერებზე გაიხეს რომელიმე ძალაუფალი ფულიანი ან დიდთმიანი!
შევძახებ ამ სიტყვას ჩემი იუთუბ-პლატფორმიდან! Facebook-იდან! ეთერებიდან! არა, ბიჟოს… დავთმობთ ამ ქვეყანას
“ფორმულადან” კი წავედი! სხვათა შორის, შეიძლება დროებით; შეიძლება – არც!
მაგარი არხია! გამორჩეული! მეც მყავს გამორჩეული ფავორიტი კოლეგები არხზე! არ დავასახელებ… იციან დაუსახელებლადაც!
ღმერთი გვფარავდეს!
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია! მისი წანაზარდებიც ძირს…“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…