პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ფიქრი, რომ ხანძარი იყო დივერსია, ლეგიტიმურია!”– ტაბლიაშვილი

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში გაჩენილ ხანძარზე ფიქრი, რომ ეს იყო დივერსია, ლეგიტიმურია, თუმცა ამის დადასტურებით თქმა ძნელია. მისი ინფორმაციით, შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა და ყველა მათგანმა უვნებლად გამოაღწია.

“ფიქრი, რომ ხანძარი იყო დივერსია, ლეგიტიმურია!”– ტაბლიაშვილი
ალია

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

რა მოხდა ფორმულას შენობაში.

ხანძარი გაჩნდა მე-4 ან მე-5 სართულის ე.წ. შახტაში… აალდა!

ხანძარმა ან, მინიმუმ კვამლმა ააღწია ფორმულას სართულებამდე (მე-10; მე-15; მე-17 და მე-18 სართულები)

მე-10 და მე-15 სართულებიდან თანამშრომლებმა შედარებით იოლად გამოაღწიეს!

გართულდა მე-17 და მე-18 სართულებზე მყოფი თანამშრომლების – 22 პირის ევაკუაცია.

კიბეს ისინი ვერ ჩამოუყვნენ დიდი კვამლის გამო! შესაბამისად, თავი მოიყარეს მე-17 სართულზე.

სახანძრო-სამაშველო სამსახური ოპერატიულად და პროფესიონალურად მოქმედებდა (მცირე ხარვეზებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას).

გადაწყდა თანამშრომლების გამოყვანა შენობის კიბის გამოყენებით!

ყველა თანამშრომელი გამოიყვანეს!

სავარაუდოდ, ყველა მათგანს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა დასჭირდება. აუცილებელია, შემოწმდეს, ხომ არ აქვთ მხუთავი აირით (Carbon Monoxide — CO) მოწამვლის ნიშნები.

ფორმულას თანამშრომლების შემართება ცალკე აღნიშვნის ღირსია.

მადლობასათქმელები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან მალე გაჩდნენ ტელევიზიასთან!

შენობასთან ფორმულას აწ უკვე ყოფილი თანამშრომლებიც რომ მივიდნენ, მადასტურებელია, რომ ყოფილი ფორმულელი არ არსებობს!

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ დამწვარი იყო კაბელები და ცალკეული ტექნიკური მოწყობილობები! დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა განადგურდა და შეუშლის თუ არა ეს ხელს მაუწყებლობის განახლებას!

ამ შენობაში რამდენიმე სხვა კომპანიის ოფისიცაა! გარდა ამისა, არის თავად შენობის ადმინისტრაციის ოფისიც! ყველამ უვნებლად გამოაღწია!

ფიქრი, რომ ეს იყო დივერსია, ლეგიტიმურია!.. დადასტურებით ამის თქმა ძნელია!

გამარჯვება გარდაუვალია!

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ფორმულას“ შენობაში ხანძარია – დაკვამლიანების გამო ჟურნალისტები შენობას ვერ ტოვებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები