საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები - ოპოზიციური სპექტრის წარსული ქმედებები და დღევანდელი პოზიციები ერთმანეთს დაუპირისპირდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის თვითლუსტრაცია მოხდა, რადგან „ლელოსა“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები უარყოფენ მოთხოვნებს, რომლებსაც აქციებისა თუ სანქციების დაწესებისას აყენებდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებმა აჩვენა, რომ ოპოზიციური სპექტრის წარსული ქმედებები და დღევანდელი პოზიციები ერთმანეთს დაუპირისპირდა.
„ლელოსა“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე საკუთარი პოლიტიკური ბიოგრაფიის რევიზიას ცდილობენ და უარყოფენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც სანქციების დაწესებისა თუ ქუჩის აქციების დროს საჯაროდ აყენებდნენ.
საარქივო მასალების ფონზე გაკეთებულ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტების თვითლუსტრაციად აფასებს.
დეტალები რატი მეტრეველის რეპორტაჟში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…