შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა - დაკავებულია ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც დაცვის თანამშრომელზე ფიზიკურად იძალადა
შსს-ს ცნობით, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში უნებართვოდ შესვლის მცდელობისას დაცვის თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა.
„დაცვის თანამშრომელმა მათ ტერიტორიაზე შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მასზე ფიზიკურად იძალადა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ცხოველთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
დავაკავეთ პირი, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში უნებართვოდ შესვლას ცდილობდა და დაცვაზე იძალადა – შსს
პოლიციამ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…