დააკავეს 3 პირი, რომლებიც ძარცვის მიზნით ბინაში შეიჭრნენ, 2 ადამიანს სცემეს, გაკოჭეს და მკვლელობით ემურებოდნენ
შსს-ს ცნობით, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ბინაში შეიჭრნენ, ორ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხელ-ფეხი შეუკრეს და 2 000 ლარი გასტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელებმა მოტყუებით შეაღწიეს უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც მათ ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, წებოვანი ლენტის გამოყენებით ხელ-ფეხი შეუკრეს და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მათ კუთვნილ 2 000 ლარს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…