ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ყველა პარტია ერთიანობას იპოვის

ნაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქუჩის პროტესტის დაწყებისას ოპოზიცია ერთიანობას იპოვის, ხოლო პარტიების გაუქმების მცდელობისგან თავის დასაცავად ისინი ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.

ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ყველა პარტია ერთიანობას იპოვის
ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ყველა პარტია ერთიანობას იპოვისინტერპრესნიუსი

როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ პროტესტში ყველა პარტია ერთიანობას აუცილებლად იპოვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ოპოზიციური ძალების სამომავლო გეგმებს.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს შორის ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაერთიანება ვერ მოხდება, საერთო პოლიტიკური პროტესტი ოპოზიციურ ერთიანობას მაინც უზრუნველყოფს.

ბეჟაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პროევროპული პარტიების სრულ გაუქმებას ცდილობს, რის გამოც ოპოზიცია საკუთარი ინტერესების დაცვას და პარტიული სტატუსის შენარჩუნებას ევროპულ სასამართლოში შეეცდება

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ პოლიტიკურ პროცესებში გაერთიანებას. ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ პროცესსა და პოლიტიკურ პროტესტში ყველა პარტია ერთიანობას აუცილებლად იპოვის. პოლიტიკური პროცესი დინამიკურია, ყოველთვის აქვს პიკი, ასევე თავისი ვარდნა. ეს პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი საზოგადოებრივი პროცესები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთელი პროევროპული პარტიები გააუქმოს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტია გადავარჩინოთ და პარტიას მოვუპოვოთ სტატუსი. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოში ამის იმედი არ გვაქვს და ევროსასამართლოში შევეცდებით, რომ პარტიის ინტერესები დავიცვათ“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ პოლიტიკურ პროცესებში გაერთიანებას. ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ პროცესსა და პოლიტიკურ პროტესტში ყველა პარტია ერთიანობას აუცილებლად იპოვის. პოლიტიკური პროცესი დინამიკურია, ყოველთვის აქვს პიკი, ასევე თავისი ვარდნა. ეს პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი საზოგადოებრივი პროცესები მიმდინარეობს“
ლევან ბეჟაშვილი
„ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტია გადავარჩინოთ და პარტიას მოვუპოვოთ სტატუსი. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოში ამის იმედი არ გვაქვს და ევროსასამართლოში შევეცდებით, რომ პარტიის ინტერესები დავიცვათ“
ლევან ბეჟაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ქართული ოცნების" მიერ 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენას წინ უსწრებდა საგანგებოდ გამიზნული, დაჩქარებული, საკანონმდებლო ნიადაგის მომზადება - ლევან ბეჟაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები