"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
დაღესტანელი პრომოუტერი კამილ გაჯიევი აცხადებს, რომ მერაბ დვალიშვილთან მომხდარ ინციდენტში უსმან ნურმაგომედოვი ყველა ფრონტზე დამარცხდა. მისი თქმით, დვალიშვილმა სიტუაცია თავის სასარგებლოდ წარმართა, როდესაც პოლიციას მისი მოწინააღმდეგეების გათავისუფლება სთხოვა.

ცნობილი დაღესტანელმა პრომოუტერმა, Fight Nights-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კამილ გაჯიევმა იმაზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მისი თანამემამულე უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაში:
„უსმანს თავისი ჯგუფისგან განმარტოება მართებდა, ვინმე ერთი უნდა წაეყვანა, ვინაიდან მერაბი მეგობართან ერთად მარტო იყო. უნდა ეთქვა: „მერაბ, წავიდეთ, დავილაპარაკოთ“. ურთიერთობის კამერების გარეშე გარკვევა იყო საჭირო. დარწმუნებული ვარ, მაშინ ყველაფერი ნორმალურად მოხდებოდა.
თუმცა, ხუთნი მივიდნენ და ცემა დაუწყეს. თან, თუ დავუკვირდებით, ვერც ცემეს. საბოლოოდ, მიზანს ვერ მიაღწიეს, სამაგიეროდ, საზოგადოების მწვავე კრიტიკა დაიმსახურეს: „ხუთი კაცით უნდა ესხმოდე თავს?“. არ შეიძლება ხუთი ორს ურტყამდეს.
მერაბმა კი სიტუაცია თავის სასარგებლოდ წარმართა, როდესაც RAF-ის ტურნირზე ბრძოლის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების პოლიციას მიმართა და ბიჭების გათავისუფლება სთხოვა. ლამაზად შეასრულა. გამოდის, უსმანის მხარე ყველა ფრონტზე დამარცხდა“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…