პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ხოშტარია საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს აფასებს

საკონსტიტუციო სასამართლო

პარტია „დროას“ ლიდერი ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მიზნით ხელისუფლების მიერ დასახელებულ არგუმენტებს „საარაკო სიბრიყვეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი პროცესები საბჭოთა კავშირის პერიოდს ჰგავს.

ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია, „თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ - ხოშტარია საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს აფასებს
TV პირველი

„საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე“ - ასე აფასებს პარტია „დროას“ ლიდერი სახელისუფლებო პარტიის ბრალდებებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის არგუმენტად მათ წინააღმდეგ ისმის.

ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გავრცელებულ წერილში მმართველი გუნდის საგარეო პოლიტას აკრიტიკებს.

"დროას“ ლიდერი მიმდინარე პროცესებს საბჭოთა კავშირის პერიოდს ადარებს და რეჟისორებსა და მწერლებს მიმართავს, რომ ასეთი მასალა შემოქმედებისთვის სამომავლოდ აღარ ექნებათ.

„სამართლიანობასა და პოლიტიზებულობას ვინღა ჩივის. ასეთი საარაკო სიბრიყვე ერთ კვადრატულ მეტრზე უბრალოდ არ მახსენდება:

- „ქარტიით დამხობილი კონსტიტუცია”

- „ვეტინგით წართმეული სუვერენიტეტი”

- „პლედებით მოწყობილი გადატრიალება”

- „240 000 ამომრჩეველთან პირადად არ დალაპარაკება”

საერთაშორისო ურთიერთობებზე ისეთებს ლაპარაკობენ, რომ ისევ ჯობია,“ თალიბანი“ ადამიანი ეგონოთ. ან სანქცია, ან საერთაშორისო ურთიერთობები რა ჰგონიათ?! ვაი, ვაი, უბედურება!

რეჟისორებო და მწერლებო ამა ქვეყნისა! ისარგებლეთ ამ მომენტით. საბჭოთა კავშირის მერე ასეთი მასალა არ გქონიათ და არც გექნებათ სამომავლოდ,“ - წერს ხოშტარია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ამას ისევ ჯობია, თალიბანი ადამიანი ეგონოთ“ – ელენე ხოშტარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები