არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე კაცი დააკავეს
კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით 70 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. „მთავარის“ ინფორმაციით, ბრალდებული ტაქსის მძღოლი და მეზობელია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე და 138-ე მუხლებით მიმდინარეობს.

„მთავარის“ ინფორმაციით, არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 70 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.
„არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამაკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ, რაც მონადირემ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, სადაც სახალხოდ თქვა ფაქტი. მამაკაცმა, სავარაუდოდ, უარყო და გაიქცა. შემდეგ ხალხმა თქვა, რომ ხედავდნენ როგორ ელოდებოდა მამაკაცი ამ ბავშვს სოფლის „კალონკაზე“ და მიჰყავდა“, — ამბობს „მთავარის“ წყარო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება) და 138-ე (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ) მუხლებით მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…