ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კახეთში 20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების მუხლით დააკავეს

კახეთში 20 წლის ახალგაზრდა შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მიმდინარეობს გამოძიება.

კახეთში 20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების მუხლით დააკავეს
კახეთში 20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების მუხლით დააკავესTV პირველი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს.

როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. ამის შემდეგ გოგო თბილისიდან კახეთში, ბიჭთან შესახვედრად ჩავიდა. მოგვიანებით, გოგოს დედამ სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ მისი შშმ პირი შვილი გააუპატიურეს.

საქმეზე სასამართლომ გუშინ იმსჯელა და აღკვეთის ღონისძიების სახით, ახალგაზრდა კაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას.

დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მისი შვილიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა შესაბამისი სტატუსი არ აქვს.

საქმეზე გამოძიება 137- ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.