პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!“ – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან გავრცელებულ წერილში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და საზოგადოებას პოლიტიკური ოპონენტების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

,,მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!“ – ელენე ხოშტარია
ალია

პატიმარი ელენე ხოშტარია წერილს ავრცელებს:

,,მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!

სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით.

ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის!

აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ.

ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა!

ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!

რუსთავის ქალთა ციხე

03/11/2026“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
  2. TV პირველიოპოზიციურიმხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიელენე ხოშტარია ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! - მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში”– ელენე ხოშტარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები