პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზვიად შალამბერიძე – საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ

ზვიად შალამბერიძის განცხადებით, შესაბამისი მიწვევის შემთხვევაში საქართველო ბულგარეთში დაგეგმილ სამიტს დაესწრება და დაკავშირებადობის პროცესში მონაწილე ქვეყნებთან ერთად თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი.

ზვიად შალამბერიძე – საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ
პირველი არხი

საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი მიწვევა როდესაც იქნება, საქართველო ამ შეხვედრას დაესწრება.

„სამიტი, რომელიც ზაფხულში გაიმართება და მარტა კოსმა თქვა, რომ საქართველოს ბულგარეთში მიიწვევენ, თუ მოწვევა იქნება, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქვეყნის მიმართ, მინისტრები იქნება საჭირო თუ პრემიერ-მინისტრი, დაესწრებიან. ვერ დავეთანხმები, რომ

დაკავშირებადობის პროცესში ჩართულ ქვეყნებთან კომუნიკაციას ვერ ვახერხებთ. მათთან სათითაოდ გვაქვს ვიზიტები. ამაზე

მიუთითებს საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტიც. შეიძლება, ამისთვის ევროკავშირის პლატფორმას ახლა ვერ ვიყენებთ, მაგრამ ყველა ქვეყანასთან გვაქვს კავშირი, ვინც ამ პროცესშია ჩართული და მათთან ერთად ვქმნით იმ კორიდორს, რასაც დაკავშირებადობა ჰქვია“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველო ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - თბილისი ევროკავშირისგან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორობას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები