პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ — ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე

ილია თოფურიამ La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლისას ოთხი მოტეხილობა მიიღო, მხედველობა 90%-ით დაუქვეითდა და ოპერაციას 0,5 მილიმეტრმა გადაარჩინა.

ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ — ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე
BM.GE

UFC-ის ჩემპიონი დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე.

16 ნოემბერს - La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება. თოფურია, რომელმაც 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, თეთრ სახლში ჩატარებულ ბრძოლაში მსუბუქი წონის ტიტული დათმო, ლაშა მაჭავარიანთან და ნინუცა ორჯონიკიძესთან საუბარში ღიად აღწერს, რა ხდებოდა ოქტაგონზე, რა გადაიტანა ბრძოლის შემდეგ და რა მიზნები აქვს მომავალში.

რაზე საუბრობს ილია თოფურია

ბრძოლა გეიჯისთან და ტრავმა. თოფურია ჰყვება, რომ პირველივე რაუნდიდან ვერ ხედავდა და ვერ სუნთქავდა. მისი თქმით, მხედველობა დაახლოებით 90%-ით ჰქონდა დაქვეითებული და ბრძოლა ოთხი მოტეხილობით გააგრძელა. ის ასევე ამბობს, რომ ოპერაციას მხოლოდ 0,5 მმ-მა გადაარჩინა, ხოლო ბრძოლის შეწყვეტამ თვალის შენარჩუნებაში დაეხმარა.

ცხოვრება მარცხის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ სამი თვე იზოლაციაში გაატარა, საკუთარ თავს არაკომფორტულ კითხვებს უსვამდა და პატარა წიგნიც დაწერა. ის ჰყვება, რა დათმო კარიერისთვის: წლების განმავლობაში ქორწილები, დაბადების დღეები და შვილების მნიშვნელოვანი მომენტები.

დაბრუნება და შემდეგი ბრძოლა. საბოლოო სამედიცინო გამოკვლევები იანვარში ექნება, რის შემდეგაც სრულ ვარჯიშს დაუბრუნდება. მისი მიზანი გეიჯისთან რევანშია.

ალექსანდრე თოფურია. ილია აფასებს ძმის კარიერას, მის როლს საკუთარ კუთხეში და აცხადებს, რომ დოჰაში გასამართი ბრძოლის შემდეგ სანდრო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

საქართველო და ესპანეთი. თოფურიამ ბოლო თვე საქართველოში გაატარა და აცხადებს, რომ ბევრად უფრო ხშირად დაბრუნდება, მათ შორის საქართველოში სპორტული დარბაზის გასახსნელად. საუბრობს ორ სამშობლოზე, ესპანეთის მიმართ მადლიერებასა და ამერიკაში ცხოვრებაზე.

შეგახსენებთ, ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube-ზე.

იხილეთ არხის ბმული: La Gazzetta dello sport Georgia

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
„უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტულ დარბაზს გავხსნი“ – ილია თოფურიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები