ბულგარეთის სანაპიროსთან ტანკერი ჩაიძირა
ბულგარეთის სანაპიროსთან, ქალაქ ბიალას სიახლოვეს, შავ ზღვაში თხევადი გაზით დატვირთული ტანკერი Gas Husky ჩაიძირა. სამაშველო ტივზე მყოფი 11 ადამიანის ევაკუაციის ოპერაცია დაწყებულია.

ბულგარეთის ქალაქ ბიალასთან ახლოს, შავ ზღვაში ტანკერი Gas Husky ჩაიძირა, რომელსაც თხევად გაზი გადაჰქონდა. ინფორმაციას ბულგარეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბულგარეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტანკერი რადარებიდან გვიან ღამით გაუჩინარდა, ხოლო დილით გახდა ცნობილი, რომ ის ჩაიძირა.
შემთხვევის შემდეგ ბულგარეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ინციდენტის ადგილას თვითმფრინავი Su-25 გაგზავნა. თვითმფრინავმა ინციდენტის რაიონში დაზვერვა განახორციელა და აღმოაჩინა სამაშველო ტივი, რომელზეც 11 ადამიანი იმყოფებოდა.
ბულგარეთის ხელისუფლებამ ადამიანების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…