პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი - ლაშა ფარულავა

ნაციონალური მოძრაობა

„ენმ-ის“ წარმომადგენლის განცხადებით, სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი აქვთ.

სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი - ლაშა ფარულავა
რუსთავი 2

სლოვენიის მმართველი კოალიციის გადაწყვეტილებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით, თბილისში შეფასებები მოჰყვა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი.

"დემოკრატიის მცველები იყვნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები. აი სლოვენიაში შეზღუდვა უწესდებათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი", - აღნიშნა გიორგი ფარულავამ.

რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა პოლიტიკური ინტერესი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის აქციაზე იდგნენ და ალტერნატიულ მთავრობას აკომპლექტებდნენ, ლაშა ფარულავამ აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ ახსოვს.

შეგახსენებთ, სლოვენიაში საარჩევნო კამპანია აეკრძალებათ იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან დაფინანსება აქვთ მიღებული. რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობა შეეზღუდებათ არასამთავრობოებსაც.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც რეფერენდუმის კამპანიის ორგანიზატორებად რეგისტრაციის უფლება აქვთ, უცხოეთიდან ფინანსდებიან, მათი საქმიანობა სათანადოდ არ კონტროლდება - სლოვენიის პრემიერ-მინისტრი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები