პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ საიუბილეო კონფერენციაზე მოსარჩელეებიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა გახსნით ცერემონიაზე.

რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა
ინტერპრესნიუსი

იქ [საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე] იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიალზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, ბრძანდებოდით ბატონებო? არცერთი არ იყო, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის რეპლიკას, რომ მას ამ დრომდე არ მიულოცია „ინსტიტუციის იუბილე, რომელიც აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად“.

ნადარაიას განცხადებით, მოსარჩელეებიდან ღონისძიებას მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა, ისიც მხოლოდ გახსნით ცერემონიალზე.

„რაც შეეხება კონფერენციას, არავისთან ვარ ვალდებული... მოწვევასთან დაკავშირებითაც გამოიხატა პრეტენზიები, ვინ მოვიწვიეთ და ვინ არა. იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიალზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, ბრძანდებოდით ბატონებო? არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, ისიც გახსნით ცერემონიალზე“, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

რაც შეეხება ზაზა ბიბილაშვილის რეპლიკას, მისი თქმით, სასამართლოს შეკითხვებში მოსარჩელეებისადმი ეს ფაქტი არ ფიგურირებდა.

„სხვათა შორის, მე არ მომილოცია სასამართლოს 30 წლისთავი, რომელიც ორი კვირის წინ აღნიშნეთ მოსარჩელე მხარესთან ერთად. სხვათა შორის, მოსარჩელე მხარის პირველმა პირმა განაცხადა პირველ პირში, რომ „ჩვენ ვაუქმებთ პარტიებსო“. თქვენ ამასთან დაკავშირებით მოსარჩელისთვის, რამდენადაც მე ვიცი, კითხვა არ დაგისვამთ“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენცია 5 ნოემბერს გამართა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. შემოვიდა სარჩელი, სასამართლო იხილავს სარჩელს და თქვენ ამბობთ - გვკრძალავენ. ანუ, მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ? განხილვაზე უარი ვთქვათ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები