ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი – კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, ოპოზიციამ თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხები

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

დეპუტატ ლევან მახაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი სტრასბურგის განჩინებებითა და მტკიცებულებებითაა გამყარებული.

ლევან მახაშვილი – კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, ოპოზიციამ თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხები
ლევან მახაშვილი – კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, ოპოზიციამ თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხებიპირველი არხი

საქართველოს ხელისუფლებას თუ რაიმეს აკრძალვა, შეზღუდვა და გაქრობა უნდა, ეს არის ძალადობა და რადიკალიზაცია ქართულ პოლიტიკაში. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იქნება პოლიტიკური დებატების სარბიელი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისგან“ პოლიტიკური შეფასებების, პოლიტიკური ჟონგლიორობის ნაცვლად, საჭიროა სამართლებრივი პასუხები.

„მკაფიოდ გაწერილია სამართლებრივი ბრალდებები – რატომ, როგორ, რანაირად. სარჩელი გამყარებულია კონკრეტული მტკიცებულებებით, დაწყებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დასრულებული ამავე პარტიის ხელმძღვანელი პირების განცხადებებით და იმით, რაც მოაწყვეს საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით 2024 წლის არჩევნებზე. ამიტომ ყველაფერი ნათელია, პოლიტიკური შეფასებები ზედმეტია. უბრალო მცდელობაა, რომ სამართლებრივი პროცესი რელსებიდან გადაიყვანონ და ისევ პოლიტიკური შეფასებების სიბრტყეში გადაიტანონ. საზოგადოება ხედავს, რომ ვცდილობთ, პოლიტიკური შეფასებები თავიდან ავიცილოთ. სამართლებრივ ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება. კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც ქართულ სასამართლოსაც და სტრასბურგის სასამართლოსაც არაერთხელ აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, თავიდან აირიდონ სამართლებრივ ბრალდებებზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხები. აიკრძალებიან ეს პარტიები? ძალიანაც კარგი ქართული დემოკრატიისთვის, ძალიანაც კარგი დემოკრატიზაციის პროცესისთვის, რადგან ამ პარტიებმა თუ რამე შემოიტანეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, ეს იყო რადიკალიზაცია და დაპირისპირება. საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამას ვდავობთ – ასეთი ვითომ პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკაში, არ შეიძლება, იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მკაფიოდ გაწერილია სამართლებრივი ბრალდებები – რატომ, როგორ, რანაირად. სარჩელი გამყარებულია კონკრეტული მტკიცებულებებით, დაწყებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, დასრულებული ამავე პარტიის ხელმძღვანელი პირების განცხადებებით და იმით, რაც მოაწყვეს საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებით 2024 წლის არჩევნებზე. ამიტომ ყველაფერი ნათელია, პოლიტიკური შეფასებები ზედმეტია. უბრალო მცდელობაა, რომ სამართლებრივი პროცესი რელსებიდან გადაიყვანონ და ისევ პოლიტიკური შეფასებების სიბრტყეში გადაიტანონ. საზოგადოება ხედავს, რომ ვცდილობთ, პოლიტიკური შეფასებები თავიდან ავიცილოთ. სამართლებრივ ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება. კითხვის ნიშნების დასმა იმ საქმეებზე, რომლებზეც ქართულ სასამართლოსაც და სტრასბურგის სასამართლოსაც არაერთხელ აქვს განჩინება გამოტანილი, არის პრიმიტიული მცდელობა, თავიდან აირიდონ სამართლებრივ ბრალდებებზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხები. აიკრძალებიან ეს პარტიები? ძალიანაც კარგი ქართული დემოკრატიისთვის, ძალიანაც კარგი დემოკრატიზაციის პროცესისთვის, რადგან ამ პარტიებმა თუ რამე შემოიტანეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, ეს იყო რადიკალიზაცია და დაპირისპირება. საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამას ვდავობთ – ასეთი ვითომ პარტიების ადგილი ქართულ პოლიტიკაში, არ შეიძლება, იყოს“
ლევან მახაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან მახაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გარშემო ისედაც გაერთიანებულია ყველა მათგანი, ნომრები შეიძლება, სხვა ჰქონოდათ, მაგრამ სინამდვილეში ერთ საქმეს აკეთებდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები