,, ვგიჟდები ეგეთ მომენტებზე და ამ ქალზე კრიტიკულ სიტუაციებში” – ნინო ჯანგირაშვილი
ნინო ჯანგირაშვილი რუსულ პროპაგანდაზე საუბრისას აცხადებს, რომ მარგარიტა სიმონიანი კრიტიკულ მომენტებში მანიპულაციების გამოყენებით „საუკეთესოა საუკეთესოთა შორის“.

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,პროპაგანდისტები ხომ იმისთვის ყავთ რუსებს და ქოცებს, რომ კრიტიკულ მომენტებში ხალხი შეაგულიანონ. ვაღიარებ, მარგარიტა სიმონანი საუკეთესოა საუკეთესოთა შორს. კრიტიკულ მომენტებში შეუძლია გამოიყენოს პოეზია, ლირიკა, რელიგია, ისტორიული პარალელებით მანიპულაცია, ალგებრა, გეომეტრია, ქიმია, კვანტური ფიზიკა და რა ვიცი, ყველაფერი (სხვათა შორის, საკმაოდ ნაკითხია ჩვენი პროპაგანდისტებისგან განსხვავებით). ყირიმის ხიდის დედის ატირებას ძაან ძერზკი აუდიოთი გამოეხმაურა–ოკ, მაგრად დაგვამცირეთ, მაგრამ მაინც აგიღებთ, თქვენც და პარიზსაც მოგაყოლებთ თუ საჭირო იქნებაო (მაიაკოვსკს ლექსია). ვგიჟდები ეგეთ მომენტებზე და ამ ქალზე კრიტიკულ სიტუაციებში”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…