,,გიაურთა მორიგი კრახი“ – ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ოპონენტებს მწვავედ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „35 მილიონი ევროს მადლით“ მათი ლუსტრაცია მოხდა და „ერის და ბერის დაპირისპირების“ მცდელობაში ისინი ჩაიჭრნენ.

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:
,,გიაურთა მორიგი კრახი.
35 მილიონი ევროს “მადლი”,
აი გიყურებთ და ვფიქრობ,
ლუსტრაცია და ასეთი?
როგორ დაკარგეთ სახეები?
არ გიფიქრიათ, რომ ეს ტესტი იყო ადამიანობაზე, ქრისტიანობაზე, ქართველობაზე და თქვენ ჩაიჭერით, თუმცა არც არასოდეს ყოფილხართ ქართველები.
რა უგერგილო ჩანაფიქრი იყო ერის და ბერის დაპირისპირება.
რა უნიათოდ მოგინდათ მიღწეული მშვიდობის გათელვა .
რა უხამსად ანადგურებთ სამშობლოს.
არაუშავს, ხალხი ბრძენია.
ყველაფერი დალაგდება,
სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს, აი თქვენ კი გაგიჭირდებათ საკუთარი აგრესიული, ტოქსიკური გარემოს გაადამიანურება.
…არადა ბევრი მარხულობდით კიდევაც.
ყველაფერი კარგად არის,
ამასაც გავივლით და კიდევ უფრო გაძლიერებულები დავიბადებით ახალი დღით!
საქართველო მხოლოდ ტერიტორია არაა.
საქართველო ღვთისმშობლის კურთხეული მიწაა, რომელიც არასოდეს გაწირავს თავის შვილებს.
დაუბრუნდით ადამიანურ საწყისს, დააფასეთ რაც გაქვთ, დილა მადლობით დაიწყეთ და მადლიც მოვა.
შხამმთხეველებს კი აღარაფერი ეშველებათ.
კიდევ ერთი ნაცარში ჩაგდებული კოვზი…
უ ს ა მ შ ო ბ ლ ო თ ა
ვ ა რ ა მ ი.
დღეს უფრო კარგი და იმედიანი დღე თენდება!
უბრალოდ დაიჯერეთ,
ყველაფერი კარგად არის!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…