პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ემანუელ მაკრონი: დღეს არსებობს ცდუნება, ჩინეთის ან აშშ-ის ვასალებად ვიქცეთ... ჩვენი მიზანი კი ვასალად ქცევა არ არის

ემანუელ მაკრონის განცხადებით, არსებობს ცდუნება, რომ ევროპა აშშ-ის ან ჩინეთის ვასალად იქცეს, თუმცა ევროპის მიზანი სტრატეგიული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაა.

ემანუელ მაკრონი: დღეს არსებობს ცდუნება, ჩინეთის ან აშშ-ის ვასალებად ვიქცეთ... ჩვენი მიზანი კი ვასალად ქცევა არ არის
იმედინიუსი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, დღეს მსოფლიო ტოტალური უწესრიგობის პირობებში ცხოვრობს.

მისი თქმით, არსებობს ცდუნება, რომ ევროპა ჩინეთის ან აშშ-ის ვასალად იქცეს. მაკრონის განცხადებით, მისი მიზანი ვასალად ქცევა არ არის.

„ჩვენ ტოტალური უწესრიგობის პირობებში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, დღეს არსებობს ცდუნება, ჩინეთის ან აშშ-ის ვასალებად ვიქცეთ. ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს არის ამ ორი დიდი სახელმწიფოს მიზანი. ჩვენი მიზანი კი ვასალად ქცევა არ არის“, - განაცხადა მაკრონმა.

როგორც საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, მას სურს, რომ ევროპამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს საკუთარი სტრატეგიული ავტონომია და გახდეს უფრო დამოუკიდებელი.

„ჩვენ გვსურს, დავიცვათ მრავალმხრივი საერთაშორისო წესრიგი, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული ავტონომია და გავხდეთ უფრო დამოუკიდებლები“, - აღნიშნა მაკრონმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემანუელ მაკრონი: ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომში უნდა შევიდეთ... ჩვენი მიდგომაა, შევინარჩუნოთ სტრატეგიული ჩართულობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები