მთელი ამ ხნის განმავლობაში ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას ან უბრალოდ იტყუებიან - გიორგი კახიანი საკონტიტუციო სარჩელის განხილვასა და ოპოზიციაზე
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ოპოზიციას კითხვებზე პასუხის არიდებასა და ტყუილში ადანაშაულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა დღეს 12 საათზე იწყება. სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დღეს მოსამართლეთა პლენუმის კითხვებს ჯერ "ლელოს", შემდეგ კი გახარიას პარტიის წარმომადგენლები უპასუხებენ.
მოსარჩელე მხარის განცხადებით, ოპოზიციას არსებულ სარჩელთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, მოპასუხე მხარის წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას ან იტყუებიან.
"მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რას, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან და ამასაც თავისი ახსნა აქვს, რომ მათ სიმართლე რომ თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას, იმიტომ, რომ ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზე არის აგებული. იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი. ამიტომ, მათ უწევთ ტყუილების თქმა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმასაც ვერ ათვითცნობიერებენ, რომ ეს ტყუილები შემდგომ მათ ყველაფერი წინ დახვდებათ. ამიტომ, ჩვენ ძალიან ის წყნარად ვადევნებთ პროცესს თვალს. მოლოდინი მკითხეთ თქვენ და მოლოდინი იგივე მაქს, სავარაუდოდ ისევ და ისევ ან კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებენ, უსაგნო და უშინაარსო პასუხებით, ან ისევ და ისევ ტყუილებს დაიწყებენ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მივადევნებთ ამ თვალს და შემდგომ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ განხილოთ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…