გიორგი კახიანი რადიკალებზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან. ამასაც თავისი ახსნა აქვს, მათ რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა ჩვენი სარჩელის აღიარებას გულისხმობს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ოპონენტებს კითხვებზე პასუხის არიდებასა და ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სიმართლის თქმა მათი სარჩელის აღიარებას ნიშნავს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალებთან დაკავშირებით.
გიორგი კახიანის თქმით, მოსარჩელე მხარეს დასკვნითი სიტყვის ეტაპზე შესაძლებლობა ექნება მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ამხილოს.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიან. ამასაც თავისი ახსნა აქვს, მათ რომ სიმართლე თქვან, სიმართლის თქმა გულისხმობს ჩვენი სარჩელის აღიარებას, ვინაიდან ჩვენი სარჩელი მთლიანად სიმართლეზეა აგებული. ჩვენ მივადევნებთ ამას თვალს და შემდეგ უკვე დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გვექნება შესაძლებლობა, რომ მათი ყოველი ტყუილი კიდევ ერთხელ ვამხილოთ“, - აღნიშნა მან.
საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს „ლელოს“ წევრების კითხვა-პასუხით გაგრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…