პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა - ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ირაკლი ქადაგიშვილი და აკაკი ალადაშვილი სლოვენიაში ენჯეოებისთვის სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ქვეყნები უცხოური გავლენებისგან სუვერენიტეტს იცავენ.

სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა - ირაკლი ქადაგიშვილი
რუსთავი 2

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სლოვენიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეფერენდუმებთან დაკავშირებული სააგიტაციო საქმიანობის შეზღუდვის საკითხს თბილისში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" სლოვენიის ხელისუფლების ინიციატივას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანამ ეროვნული ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნოს. მათივე შეფასებით, გზა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გადის, საქართველომ უკვე გაიარა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სლოვენია იმ ქვეყნების რიგს შეუერთდა, რომლებიც უცხოური გავლენების შესამცირებლად და სუვერენული ინტერესების დასაცავად შესაბამის მექანიზმებს ქმნიან.

"სლოვენია არ არის გამონაკლისი, უკვე თითქმის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ ამა თუ იმ ფორმით მოახდინოს თავისი სუვერენული ინტერესების დაცვა. იმ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად მსოფლიო წესრიგი მორყეულია, მოშლილი არის, როდესაც ინტერესები, მათ შორის ევროკავშირის შიგნითაც ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ კოლიზიაში მოდის ერთმანეთთან, ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცა გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც და ჩვენც სწორედ ამ მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რომ ყოფილიყო გამჭვირვალობა და არ ყოფილიყო უცხო ფულის კანონგარეშე [შემოსვლა], უკანონო ჩარევა საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფომ საკუთარი ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი უნდა დაიცვას.

"მე მივესალმები პირადად ამას, იმიტომ, რომ დღევანდელი ამ გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგიდან გამომდინარე, აუცილებელი არის, რომ ყველა სახელმწიფომ, ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესები. ერთი კანონი როდესაც საფრანგეთში და სლოვენიაში იცავს სუვერენიტეტს, არ შეიძლება ეს ჩვენთან იყოს დემოკრატიის უკუსვლა, ის იგივენაირად ჩვენთანაც იცავს დემოკრატიას და სუვერენიტეტს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ქადაგიშვილი: ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აკაკი ალადაშვილი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სლოვენიის გადაწყვეტილებაზე: „ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ სლოვენია ამ კანონის მიღებით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები