პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სლოვენიის გადაწყვეტილებაზე: „ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ სლოვენია ამ კანონის მიღებით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“

აკაკი ალადაშვილის განცხადებით, სლოვენიის მიერ გამჭვირვალობის კანონის მიღება აჩვენებს, რომ ქვეყანა სუვერენიტეტზე ზრუნავს. მისი თქმით, საქართველოში მიღებული კანონი ემსახურება ეროვნულ ინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ელჩებმა მას „რუსული კანონი“ უწოდეს.

აკაკი ალადაშვილი გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სლოვენიის გადაწყვეტილებაზე: „ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ სლოვენია ამ კანონის მიღებით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“
POSTV

„ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ სლოვენია ამ კანონის მიღებით საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის ინტერესებზე ზრუნავს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით სლოვენიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

„როდესაც ჩვენ მივიღეთ ეს კანონი – და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები – გვქონდა ერთადერთი მიზანი: დაგვეცვა ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად აგვერიდებინა უცხო ძალების ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში.

გვახსოვს, ამერიკის მაშინდელმა ელჩმა და ევროკავშირის ელჩმა ამ მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ინტერესებზე ორიენტირებულ კანონს „რუსული კანონი“ უწოდეს და ამით, სხვათა შორის, ძალიან ბევრი ადამიანი შეიყვანეს შეცდომაში. მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული და ქართულ ინტერესებს ემსახურება. ამის შემდეგ იგივე კანონი მიიღო საფრანგეთმა, მიღებული აქვს ბრიტანეთს, ავსტრალიას, დაინტერესებულები არიან ჩეხებიც და იღებენ ასეთ კანონს და ა.შ.

დღევანდელ საერთაშორისო გლობალურ ველზე, როდესაც ძალიან დიდი და ხშირია უცხო ქვეყნების – ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და მის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობები და ფაქტები, ეს კანონი არის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ ქვეყნებმა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და გაატარონ თავიანთი ქვეყნის ინტერესები და არა გარე დავალებების მიმცემების ინტერესები.

შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, დღეს ისეთია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობა და იმდენად დიდია გარე ძალების მხრიდან ზეწოლა, რომ კიდევ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის ტერიტორიაზეც, იძულებული გახდება მიიღოს გამჭვირვალობის კანონი, რომლის ერთადერთი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვაა“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ორმაგი სტანდარტი, ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები