ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც
დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სლოვენიის ინიციატივა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ თავდაცვითი მექანიზმია, და ეს გზა საქართველომაც უკვე გაიარა.

სლოვენიის მმართველი კოალიციის ინიციატივას, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას ითვალისწინებს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, მსგავსი ნაბიჯები, სხვადასხვა ევროპული ქვეყნისთვის უცხოური გავლენების შესასუსტებლად მიღებული თავდაცვითი მექანიზმია.
მისივე თქმით, გზა, რომელსაც დღეს ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გადის, საქართველომ უკვე გაიარა.
„როდესაც ინტერესები, მათ შორის ევროკავშირის შიგნითაც ხშირ შემთხვევაში, გარკვეულ კოლიზიაში მოდის ერთმანეთთან, ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცა გარკვეული თავდაცვითი მექანიზმები შექმნას უცხოური გავლენების შესასუსტებლად. ის, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, ეს გზა გაიარა საქართველომაც და ჩვენც სწორედ ამ მიზნით მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რომ ყოფილიყო გამჭვირვალობა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
სლოვენია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს იღებს. ქვეყნის მმართველმა კოალიციამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც საარჩევნო კამპანიის წარმართვა აეკრძალებათ იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც არჩევნებამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან რაიმე სახის დაფინანსება აქვთ მიღებული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…