პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში” – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მომზადდა და დღეს ჩაბარდება, რომელსაც პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დაემატა. პაპუაშვილის თქმით, მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ეს პარტიები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ და კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებდნენ.

,, თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში” – შალვა პაპუაშვილი
ალია

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი მომზადდა და სასამართლოს დღეს ჩაბარდება. სარჩელს დაემატა პარტია გახარია-საქართველოსთვის:

“სარჩელი მომზადდა, ხელმოწერილი არის და ფიზიკურად, მე მგონი, დღეს ჩაბარდება. ვინაიდან შაბათ-კვირა იყო, დღეს ჩაბარდება საკონსტიტუციო სასამართლოს, მათ შორის, საჯარო იქნება ეს სარჩელი და ყველამ შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხეთ.

გახსოვთ, ის კამპანია 2024 წელს, რომ 4 პარტია არის: 4, 5, 9, 25-დან ნებისმიერს მიეცით აქედან [ხმა], ქართულ ოცნებას არა… რატომ? იმიტომ, რომ შენი არჩევანი ამ ოთხიდან 1 არჩევანს ნიშნავდა მაინც. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, სხვა არგუმენტებიც არის. რა არ გააკეთეს, ამაზეა საუბარი. 2024 წლის არჩევნების შემდეგ, 1 წელი ისინი ბოიკოტს უცხადებდნენ პარლამენტს და არ აღიარებდნენ არჩევნებს, არ შემოდიოდნენ პარლამენტში და პირველი თორმეტეულისთვის მოგვიწია მანდატების შეწყვეტა. როცა შემოვიდნენ, შემოვიდნენ 4 ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის თქვეს, რომ აი, ჩაიშალა 4 ოქტომბერიო და იმიტომაც შევდივართო, განაცხადა მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა… ეს 1 წელი ჰქონდათ მათ შესაძლებლობა, რომ ეღიარებინათ საკონსტიტუციო წესრიგი, რასაც მანამდე არ აკეთებდნდნ, ეღიარებინათ არჩევნები, ეღიარებინათ ინსტიტუციები, რასაც არ აკეთებენ დღემდე, კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ, მათაც რომ ჰკითხოთ, ასე ცალყბად არიან…

თუკი ჩვენ ვთანხმდებით იმაზე და ვიცით, რომ ეს არის ერთიანი ორგანიზმი, ნაციონალური მოძრაობის ერთი ორკესტრირებული ჯგუფი და თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილი – გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის შესახებ: “მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა
  4. ტაბულაოპოზიციურიპაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: მომზადდა, ხელმოწერილი არის და, მგონი, დღეს ჩაბარდება
  5. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
  6. ალიაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – გახარიას პარტია ყოველთვის იყო გარე ძალების პროექტის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა, რომ 2024 წელს ნებისმიერ ფასად, ხელისუფლებაში მოეყვანათ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები