პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია „ქართული ოცნების“ განახლებულ საკონსტიტუციო სარჩელშია წარმოდგენილი. მისი თქმით, ეს პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო.

შალვა პაპუაშვილი – გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში
პირველი არხი

თავიდანვე ჩანდა, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე აზრით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის ანტიკონსტიტუციური და, შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელშიც.

„უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო- 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, რომ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.

ასე რომ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მათ შორის, იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა, მანდატები შეუწყდათ კიდევაც, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც მოითხოვს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4
  1. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური
  2. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის შესახებ: “მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა
  3. ტაბულაოპოზიციურიპაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: მომზადდა, ხელმოწერილი არის და, მგონი, დღეს ჩაბარდება
  4. TV პირველიოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
  5. ალიაოპოზიციურისაკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
  6. ალიაოპოზიციური,, თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში” – შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: „14 წელია, „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიკონსტიტუციური. ამიტომ ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დაადგინოს, საბოლოო ჯამში – ან ჩვენ ვართ ანტიკონსტიტუციური, ან – ისინი. ასე დააყენა თავად კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ საკითხი. ჩვენი მტკიცებაა, რომ სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ არაკონსტიტუციური“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები