შალვა პაპუაშვილი პარტიაზე "საქართველოსთვის" - არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს და ანტიკონსტიტუციურია. მისი თქმით, ეს პარტია "ნაცმოძრაობის" ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო და მათ შესაბამისი არგუმენტაცია წარდგენილი აქვთ განსახილველ სარჩელში.

"ის, რომ გახარია "ნაცმოძრაობის" ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ეს ჩანდა თავიდანვე, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, პარტია "საქართველოსთვის" არ აღიარებს კონსტიტუციურ წესრიგს, რის გამოც არის ანტიკონსტიტუციური.
"უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო - 4, 5, 9, 25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, - მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.
ეს თავიდანვე ცხადი იყო, მათ შორის იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ დეპუტატების პირველ ჯგუფს მანდატები შეუწყდათ კიდევაც იმიტომ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს. მხოლოდ მაშინ, როცა 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, - მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, - რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში.
ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარდგენილი არის განსახილველ სარჩელში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი რომ იყო, ეს თავიდანვე ჩანდა, ეს პარტია ანტიკონსტიტუციურია და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში
- POSTVშალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის შესახებ: “მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა
- ტაბულაპაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: მომზადდა, ხელმოწერილი არის და, მგონი, დღეს ჩაბარდება
- TV პირველისაკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
- ალიასაკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის შესახებ სარჩელი დღეს შედის
- ალია,, თუკი არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ გახარიას პარტიასაც, მაშინ რატომ არ უნდა იყვნენ სარჩელში” – შალვა პაპუაშვილი
ციტატები სტატიიდან
„ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ეს ჩანდა თავიდანვე, ამაზე ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით,“
„უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო - 4, 5, 9, 25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, - მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას. ეს თავიდანვე ცხადი იყო, მათ შორის იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ დეპუტატების პირველ ჯგუფს მანდატები შეუწყდათ კიდევაც იმიტომ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს. მხოლოდ მაშინ, როცა 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, - მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, - რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი არ შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარდგენილი არის განსახილველ სარჩელში,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…