პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები, რათა შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება

ტელეიმედი

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შუა დერეფნის მეშვეობით 2029 წლისთვის 30 მილიონი ტონა ტვირთის გასატარებლად საქართველო სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მარიამ ქვრივიშვილი – მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან, მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები, რათა შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება
პირველი არხი

ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან შუა დერეფნის კონტექსტში: ეს გახლავთ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განუცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ, პარტნიორებთან ერთად, უკვე გაწერილია გეგმა, რომელიც 2029 წლისთვის შუა დერეფანში 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას ითვალისწინებს.

„მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება. აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის როლი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სწორედ ასე გაიწერა ჩვენი მეტ-ნაკლებად მოკლე და საშუალოვადიანი გეგმა 2029 წლამდე, რისთვისაც სახელმწიფო ზოგადად სატრანსპორტო სექტორში დაახლოებით შვიდი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც, თავის მხრივ გულისხმობს ინვესტირებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას საპორტო, სარკინიგზო, სახმელეთო და საავიაციო სატრანსპორტო მიმართულებით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება - მარიამ ქვრივიშვილი
  2. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მათთან ერთად გავწერეთ საერთო რეგიონული აქტივობები იმისთვის, რომ შუა დერეფანმა 2029 წლისთვის შეძლოს დაახლოებით 30 მილიონი ტონა ტვირთის გატარება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2029 წელს საქართველოს რკინიგზამ და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურამ უზრუნველყოს არსებული ტვირთების გამტარუნარიანობის გაორმაგება და მიაღწიოს 30 მილიონ ტონასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები