პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

OpenAI-ს აგენტებს უკვე ბარათით გადახდაც შეუძლიათ - სტარტაპმა ChatGPT Wallet-ი წარადგინა

OpenAI-მ ახალი გადახდის სისტემა ChatGPT Wallet-ი წარადგინა, რომლის მეშვეობითაც ხელოვნური ინტელექტის აგენტები მომხმარებლებს პროდუქტის შერჩევასა და შეკვეთის დასრულებაში დაეხმარებიან.

OpenAI-ს აგენტებს უკვე ბარათით გადახდაც შეუძლიათ - სტარტაპმა ChatGPT Wallet-ი წარადგინა
BM.GE

OpenAI-მ ახალი გადახდის სისტემა, ChatGPT Wallet-ი წარადგინა. კომპანიის განცხადებით, ამ ფუნქციით ხელოვნური ინტელექტის აგენტები, სახელწოდებით dots, მომხმარებლებს პროდუქტის შერჩევასა და შეკვეთის დასრულებაში დაეხმარებიან.

საწყის ეტაპზე სერვისით სარგებლობას აშშ-ში მცხოვრები, 18 წელს მიღწეული ChatGPT Pro-ს გამომწერების შეზღუდული ნაწილი შეძლებს. ამისთვის მათ აშშ-ში გაცემული Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათები დასჭირდებათ.

სისტემის გამოსაყენებლად მომხმარებელი ბარათს ChatGPT Wallet-ში ერთჯერადად დაამატებს, რის შემდეგაც ყოველ ჯერზე მონაცემების ხელახლა შეყვანა საჭირო აღარ იქნება. შესყიდვის დასრულებამდე კლიენტი ნივთების ჩამონათვალს, ჯამურ ღირებულებასა და არჩეულ ბარათს შეამოწმებს, ოპერაციას კი Face ID-ით ან თითის ანაბეჭდით დაადასტურებს.

გადახდისას სისტემა ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად სპეციალურ ტოკენს გამოიყენებს, რის დამსახურებითაც საბარათე რეკვიზიტებზე წვდომა არც აგენტს ექნება და არც სავაჭრო ობიექტს. სავაჭრო ობიექტი შეკვეთის შესასრულებლად საჭირო საკონტაქტო ინფორმაციასა და მისამართს აგენტისგან ავტომატურად მიიღებს, მომხმარებელი კი საბარათე ბონუსებსა და ტრანზაქციის გასაჩივრების უფლებას სრულად შეინარჩუნებს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ChatGPT-ს საბანკო ბარათით გადახდის ფუნქცია დაემატაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები