პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ 30 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოზიდვა თითქმის დაასრულა, რის შედეგადაც მისი კაპიტალიზაცია 1.25 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, კომპანია 2030 წლისთვის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 600 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა
BM.GE

ხელოვნური ინტელექტის ამერიკულმა კომპანია OpenAI-მ $30 მილიარდამდე დაფინანსების მოზიდვის პროცესი თითქმის დაასრულა და კაპიტალიზაცია $1.25 ტრილიონამდე გაზარდა.

არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო წრეები და კომპანია Coatue უძღვებოდნენ.

ინვესტორებთან ხელშეკრულებებზე ხელმოწერების დასრულებას კომპანია მომავალი კვირის ბოლოსთვის გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ახალი ინვესტიციის პარალელურად, OpenAI არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრეების უზრუნველსაყოფად ცალკე კომერციულ შეთანხმებასაც ამზადებს.

ჯერ კიდევ თებერვალში გაკეთებული განცხადების თანახმად, OpenAI 2030 წლისთვის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სულ $600 მილიარდის დახარჯვას გეგმავს.

შეგახსენებთ, მსხვილი ტექ-სტარტაპი აქციების საჯარო განთავსებას მომავალი წლისთვის გეგმავს. კომპანიამ შესაბამისი განაცხადი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში კონფიდენციალურად ივნისში შეიტანა.

ამ ეტაპზე ოფიციალური დებიუტის ზუსტი თარიღი უცნობი რჩება, თუმცა OpenAI-ს ფინანსური დირექტორის, სარა ფრაიარის განცხადებით, კომპანია საჯარო სტატუსს 2027 წელს მიიღებს.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები