თაკო ჩარკვიანი: გახსოვთ ხომ, ამ ვინმე ლევან ლორთქიფანიძის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვისაუბრე, აი ის ლორთქიფანიძეა ვატო შაქარაშვილს რომ აპიარებდა ხმა მიეცით ამ პატრიოტს და გადასარევსო
თაკო ჩარკვიანი: რომ ვიტყვი დროულად თქვე დალოცვილებო ოპო პარტიების ამბიციურ ლიდერებს მივმართავ, ეგებ ვიცი რასაც ვამბობ და ცოტა თქვენზე მეტ ინფორმაციას ვფლობ, ამ მრავალწლიან გაიძვერებზე “პაივცემულებო” და დროულად შეუშვით ხოლმე მაგ ამბიციურ თავებში, რომ მერე მთლად წუმპეში არ აღმოჩნდეთ, როგორც ახლა!

პარტია "კანონი და სამართალი"-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
გახსოვთ ხომ, ამ ვინმე ლევან ლორთქიფანიძის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ვისაუბრე, აი ის ლორთქიფანიძეა ვატო შაქარაშვილს რომ აპიარებდა ხმა მიეცით ამ პატრიოტს და გადასარევსო
აი, იმ შაქარაშვილს სასამართლოში რომ ჩივის და “აყადაღებინებს” ფონდებს, ჰო კიდევ ის, რომ ღარიბაშვილ-ფოფხაძის რჩეული პოლიტიკანია ეგ ლორთქიფანიძე, ესეც ბევრჯერ დავწერე, (დევს ეს ყველაფერი სოც ქსელში) ჰოდა, რამდენი წლის წინ ვთქვი კი გახსოვთ?! ახლა უთქვამს “სოციალ -დემოკრატი” ვარო და ახალი პარტიის დამფუძნებელიო, ეგ ისეთივე სოციალ-დემოკრატია, როგორი “დემოკრატიც” მისი “პატრონია”
მაგრამ ეს არაფერი კაცო, თქვენ ის გვარები უნდა ნახოთ, ვინც მას ულოცავს, დედას გეფიცებით, ბოლომდე რომ ჩავიკითხე თვალით ვეძებდი “ნიუჟელი” ქართველების დასახოცად რუსის ჯარის საქართველოში შემომყვანი რუსეთის მსახური ნუგზარ ფოფხაძე არ ულოცავს, ან თამაზაშვილი თქო?
ეტყობა “ჩრდილში” ამჯობინეს ყოფნა მთლად ლუსტრაცია რომ არ მოახდინონ, არადა მომხდარია კარგა ხანია….ჰოდა,
რომ ვიტყვი დროულად თქვე დალოცვილებო ოპო პარტიების ამბიციურ ლიდერებს მივმართავ, ეგებ ვიცი რასაც ვამბობ და ცოტა თქვენზე მეტ ინფორმაციას ვფლობ, ამ მრავალწლიან გაიძვერებზე “პაივცემულებო” და დროულად შეუშვით ხოლმე მაგ ამბიციურ თავებში, რომ მერე მთლად წუმპეში არ აღმოჩნდეთ, როგორც ახლა!
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…