პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, მაშინ რას ვერჩით ამ “ალტინფოს”, ან ლევან ვასაძეს” – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი ახალ მემარცხენე პარტიას და მის დამფუძნებელ ლევან ლორთქიფანიძეს რუსული იდეოლოგიისა და ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

,, მაშინ რას ვერჩით ამ “ალტინფოს”, ან ლევან ვასაძეს” – თაკო ჩარკვიანი
ალია

,,კანონი და სამართალის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი:

,,ყურადღება !მოდით ერთად განვიხილოთ ( ჭორების გარეშე) ფაქტებით და დოკუმენტებით რა “ახალი მემარცხენე ” პარტია წარმოჩინდა, სადაც არ ახალი -არახალი სახე “პოლიტექსპერტი” ლევან ლორთქიფანიძე და ძმანნი მისნი არიან.

1. ლევან ლორთქიფანიძემ სულ ახლო წარსულში საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკანი ვატო შაქარაშვილი , პიარს უკეთებდა ღიად -აირჩიეთო უწევდა რეკომენდაციას , პატრიოტი და გადასარევი ბიჭიაო, იმ ვ.შაქარაშვილს ,რომლის საჩივრების საფუძველზე ფონდებს აყადაღებენ დღეს და რომელიც ხალხს პარტიის პროგრამით სთავაზობს რუსეთის დიდი ხნის ნატვრას და ოცნებას -საქართველოს ნეიტრალიტეტს ანუ ტერორისტად ქცეულ, ოკუპანტ რუსეთის პირისპირ მარტოდ დარჩენას , ხომ ასეა?! ასეა და ეს ფაქტია დოკუმენტით ღიად დაფიქსირებული. აქ რუსეთის იდეოლოგიის მხარდაჭერაა მთავარი კატასტროფა, თორემ ლიდერები პარტიებში იცვლებიან წლების მანიძილზე ,იდეოლოგია -პროგრამა რჩება ანუ ამ “ ახალ მემარცხენე სოც დემოკრატიულ პარტიასაც” ვატო შაქარაშვილის პარტიასავით რუსეთი სურს როგორც ჩანს, აბა ისე ,ვატო შაქარაშვილის “პიარი” წარმდგენი – მკვეთრად გამოხატული პოზიციით ლევან ლორთქიფანიძე ,ხალხს რომ ურჩევდა აირჩიეთო შაქარაშვილი პატრიოტიაო, აი ეს პოლიტიკანი დამფუძნებლად და ერთ-ერთ ლიდერად ხომ არ ეყოლებოდა ამ ახალ პარტიას ?! ესეც ფაქტია!

2. კითხვა! -მაშინ რას ვერჩით ამ “ალტინფოს”, ან ლევან ვასაძეს,( პიროვნულად არ ვერჩით) პრეტენზია მათ ქმედებასთან ოკუპანტ რუსეთთან მიმართებაში ,საქართველოს და ქართველების ამომხოცავ გამანადგურებელთან, ოკუპანტ რუსეთთან ,დუგინთან და “ტიპებთან”მიმართებით საქართველოსთვის მავნებლობად და დაღუპვად მივიჩნევთ და საქმე იდეოლოგიაშია ხომ ასეა?! აბა სხვა რა?? ასეა -ესეც ფაქტია.

3. მე დავწერე რამდენიმე წლის წინ ,რომ ეს ლევან ლორთქიფანიძე ღარიბაშვილ-თამაზაშვილ -საქართველოში 9 აპრილს რუსის ჯარის შემომყვანი ნუგზარ ფოფხაძის კარტელია , მათთვის საყვარელი პოლიტიკანია თქო -მითქვამს მეთქი , შემდეგ გამოვარდა ტვ ეთერით ეს ლ.ლორთქიფანიძე და სულ ხელები იქნია, აი ის ხელი, ახლა აწეული რომ აქვს, მარჯვენა თუ მარცხენა აღარ მახსოვს, როგორც ჩანს მარცხენა ხელი იყო,რადგან “მემარცხენეობას” აპირებდა (და მხოლოდ მარცხენა თითის ქნევა -ეგ ჰგონია როგორც ჩანს “მემარცხენეობა”) ,არაო ანუ ისე უბრალოდ მინდა რუსეთის ნატვრის ასრულება და ნეიტრალიტეტის მომხრე შაქარაშვილიო

ხუმრობა იქით იყოს , გავიცინებდი სატირალი რომ არ იყოს , არა ბატონებო ,არა და არა , დიდი ბრძოლაა ღარიბაშვილის -ყველაზე შავრაზმული რუსული კარტელიდან წამოწყებული !

ფრთხილად ძვირფასებო ,ოქროებო, ნაღდებო და ნიჭიერებო!

პარტიაში სანამ შეხვალთ გადახედეთ ,თქვენით მანიპულირების და კიდევ ერთხელ მოტყუების საშუალება არ მისცეთ შავრაზმელ რუსულ “გენერალიტეტს” ,რომელიც ღიად დგას უკან და არც მალავს და ვ.შაქარაშვილის ხალხისთვის წარმდგენ ლ. ლორთქიფანიძეს პარტიის დამფუძნებლად გთავაზობთ, მეტი -სხვაგვარად კიდევ, უფრო ღიად და ლუსტრირებულად როგორ შემოგთავაზოთ მათ “ოკუპანტის ნატვრა” ?!

ამ ყველაფრის ფონზე , შემდეგ აღარ თქვათ ,უი არ ვიცოდითო!

ანუ იცით და ხელს აწერთ? “მარცხენა” ხელს და საქართველოს მარცხს!

ეს ლუსტრირებული ფაქტია !”

,, ის ლორთქიფანიძეა ვატო შაქარიშვილს რომ აპიარებდა ხმა მიეცით ამ პატრიოტს და გადასარევსო” – თაკო ჩარკვიანი

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. Facebookთაკო ჩარკვიანი: ყურადღება! მოდით ერთად განვიხილოთ (ჭორების გარეშე) ფაქტებით და დოკუმენტებით რა “ახალი მემარცხენე ” პარტია წარმოჩინდა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,, ის ლორთქიფანიძეა ვატო შაქარიშვილს რომ აპიარებდა ხმა მიეცით ამ პატრიოტს და გადასარევსო” – თაკო ჩარკვიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები