პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ანუ კალაძე სულაც არ არის კორუმპირებული ხო?“ – ნინო ჯანგირაშვილი

საქართველოს პროკურატურათბილისის მერია

ნინო ჯანგირაშვილი მეტროს ვაგონების რემონტის 145-მილიონიანი ტენდერებიდან 41 მილიონის მოპარვის საქმეზე კახა კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და კითხულობს, რატომ მოაგებინეს კომპანიას 7 წლის განმავლობაში 27 ტენდერი.

,, ანუ კალაძე სულაც არ არის კორუმპირებული ხო?“ – ნინო ჯანგირაშვილი
ალია

ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:

,,კატასტროფული მასშტაბის კორუფცია – მეტროს ვაგონების რემონტის და მოდერნიზაციისთვის 2017–24 წლებში გამოცხადებული 27 ტენდერიდან, რომლის ღირებულება ჯამური ღირებულება იყო 145 მილიონი ლარი, 41 მილიონი მოიპარეს.

პროკურატურამ სარემონტო ქარხნის დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, და საწარმოს მფლობელი დააკავა. ანუ, ამ ხალხმა გამოძიების ვერსიით, მეტროს ვაგონების რემონტისთვის მაკომპლექტებელი დეტალების შესაძენად გამოყოფილი თანხიდან 41 მილიონი მოიპარეს.

რაღაცეები გააყალბეს, ფასი სამჯერ გაზარდეს და მოიპარეს. მერია მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერაფერს ვერ ხვდებოდა? პროკურატურა წერს, რომ გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

როდის მიმართეს? 7 წელი რატომ მოაგებინეს 27 ტენდერი? ანუ ვიღაც ტექნიკური დირექტორი და ქარხნის დირექტორი წლები რაღაცეებს აყალბებდნენ,, მილიონებს იპარავდნენ და 2026 წელს აღმოაჩინეს ამბავი? ანუ კალაძე სულაც არ არის კორუმპირებული ხო?“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მლნ ლარის მითვისებისთვის 4 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები