პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველი 3 კვარტლის ეკონომიკურმა ზრდამ 7,4% შეადგინა, რის გამოც სავალუტო ფონდმა წლიური პროგნოზი 7,2%-მდე გაზარდა. მთავრობასა და ბიზნესს შორის გამართულ კონფერენციაზე პოლიტიკურ სტაბილურობასა და შუა დერეფნის როლზე იმსჯელეს.

დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის - რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს
რუსთავი 2

რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ხელისუფლებისა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობით, საქართველო მაღალ ეკონომიკურ პარამეტრებს ინარჩუნებს. კონფერენცია, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგს ითვალისწინებს, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დადებითი დინამიკა წელსაც შენარჩუნდა და, არსებული მონაცემებით, პირველი 3 კვარტლის ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში მიმდინარე წლის ეკონომიკური პროგნოზი 7,2 პროცენტამდე გაზარდა.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შუა დერეფანი გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც საქართველოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხელისუფლების გაბედული პოლიტიკური ნაბიჯებისა და გარე საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფომ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოახერხა.

მზარდი მაჩვენებლები ტურიზმის სფეროში, ვიზიტორების კუთხით დადებითი სტატისტიკა, ტრანსპორტი, პორტები და ავიაცია - ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრობს ვიცე პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა BAG-ინდექსის პრეზენტაციაც, რომლის კვლევის შედეგების მიხედვით, ბიზნესის მიმდინარე განწყობები, არსებული ტენდენციები და კერძო სექტორის მოლოდინები შეფასდა.

პანელურ დისკუსიებში, ბიზნესთან ერთად, მინისტრთა კაბინეტიც მონაწილეობდა. პაატა სალიას განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს ეკონომიკა მეტად გააძლიეროს.

ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებენ კერძო სექტორის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ შეხვედრაზე ქართული ბიზნესის მდგომარეობა და უახლოესი პერსპექტივები გამოიკვეთა.

დღევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანი მთავრობასა და ბიზნესს შორის ღია, შედეგზე ორიენტირებული დიალოგია, რათა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: „2021-2025 წლებში გვქონდა ძალიან მაღალი საშუალო ეკონომიკური ზრდა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 9.5%. მოხარულები ვართ, რომ წელსაც შენარჩუნდა ეს დადებითი დინამიკა და, პირველი 3 კვარტლის მონაცემებით, ზრდამ შეადგინა 7.4%, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოქტომბერში 2026 წლის პროგნოზი 5.3 %-დან 7.2%-მდე გაზარდა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები