პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მლნ ლარის მითვისებისთვის 4 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით პროკურატურამ 4 პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მლნ ლარის მითვისებისთვის 4 პირი დააკავეს
ნეტგაზეთი

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი თანხიდან 41 მლნ ლარის მითვისებისთვის 4 პირი დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულები არიან: სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, იმავე სააქციო საზოგადოების ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, ამავე საწარმოს წილის ერთ-ერთი რეალური მფლობელი პაატა სვანიძე, შპს „საჩინოს“ დირექტორი და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.

როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიება თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მომართვის საფუძველზე დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.

„მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღსრულების მიზნით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს შპს ,,საჩინო’’, რომლის სახელითაც საქართველოში, ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტი განახორციელეს, გადამზიდი კომპანია ,,ინტრანსის’’ მეშვეობით. ხოლო შემდგომ შპს ,,საჩინოდან’’ ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების დამზადება/გამოყენების გზით, იმპორტირებული საქონელი, 3ჯერ გაზრდილი ფასით მიაწოდეს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, – აცხადებს პროკურატურა.

საქმეზე გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ”; მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქ/პუნქტებით; 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქ/პუნქტით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქ/პუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7 და 11 წლამდე ითვალისწინებს.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულთაგან 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ მათგანს 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ.

„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – აცხადებს პროკურატურა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"პირველების" ინფორმაცია დადასტურდა - პროკურატურა გელა ძიძიკაშვილის და კიდევ სამი პირის დაკავებას ადასტურებს
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირი დააკავეს
  4. რუსთავი 2სამთავრობოორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი დააკავა
  5. ფორმულაოპოზიციურიპროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან თანხის მითვისებისთვის 4 პირი დააკავა
  6. BM.GEოპოზიციურიმეტროს ვაგონების რემონტიდან ₾41 მილიონის მითვისებისთვის, მერიის კონტრაქტორის დირექტორი დააკავეს
  7. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიმეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს
  8. ალიაოპოზიციურიპროკურატურამ მეტროს ვაგონების რემონტის ტენდერებიდან 41 105 298 ლარის მითვისებისთვის 4 პირი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები