პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

პეპ გვარდიოლა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებს არ ჩაიბარებს და კარიერაში ერთწლიანი პაუზის აღებას გეგმავს. The Telegraph-ის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი ამ ეტაპზე არცერთ სამუშაო შეთავაზებას არ განიხილავს.

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
სპორტალი

პეპ გვარდიოლა აშშ-ის ეროვნულ ნაკრებს არ ჩაიბარებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გვარდიოლას მთავარ კანდიდატად განიხილავდა.

თუმცა, როგორც The Telegraph-ი წერს, ესპანელი სპეციალისტი, მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო ფეხბურთში მუშაობა სურს, ამ ეტაპზე კარიერაში პაუზის აღებას აპირებს.

"მანჩესტერ სიტის" ყოფილ მწვრთნელს ფეხბურთისგან დასვენება სურს და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არცერთი სამუშაო შეთავაზების განხილვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, აშშ-ს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები